ატიპასის შესახებ

ფეხსაცმლზე ბევრია დამოკიდებული ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის სწორი სიარულის ჩამოსაყალიბებლად. თქვენი პატარასთვის აპიტასი პირველია. ატიპასის ფეხსაცმელი იდეალურია ბავშვებისთვის 6 თვიდან 4 წლამდე ასაკში. ეს ის პერიოდია როდესაც ფეხი იზრდება და ბავშვი ივითარებს სიარულის უნარ-ჩვევებს.

ატიპასი – საირულის მეცნიერება

ჩვენი ფეხსამელი შექმნილია სამხრეთ კორეაში. მისი წარმოება დაფუძნებულია შვიდ წლიან კლვევასა და მომზადებაზე, რომელიც ტარდებოდა სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოტორული განვითარების ცენტრში. მისი დიზაინი დაფუძნებულია მოზარდის სიარულის კინეტიკურ და ფიზიო-დინამიურ კვლევებზე. ატიპასი ავითარებს სიარულის მტკიცე და სტაბილურ ჩვევას ფეხის სახსრების კუთხით. ატიპასის ფეხსაცმელი აგრეთვე ხელს უწყობს კოგნიტიურ განვითარებას, რაც განპირობებულია ბავშვის ფეხის მიერ ნიადაგის შეგრძნებით და ამ სტიმულებზე პასუხით. ატიპასი აუმჯობესებს მოზარდის სიარულს, რაც განპირობებულია ფეხის ტერფზე ზეწოლის თანაბარი განაწილებით.

კარგად არის ცნობილი, რომ ბავშვის ფეხის სწრაფი და სწორი განვითარებისთვის საუკეთესო არჩევანია ფეხშიშველი სიარული. თუმცა ბუნებრივი და სოციალური პირობების გათვალისწინებით, ხშირად ბავშვების ფეხშიშველი სიარული შეუძლებელია. ზუსტად ეს არის მიზეზი თუ რატომ შეიქმნა ატიპასის ფეხსაცმელი. ატიპასი ეს არის წინდა-ფეხსაცმლის ახალი ტიპი, რომელსაც აქვს ფეხის ფორმა და ბავშვის სიარულის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

სად ჩავიცვათ

ატიპასი არის მსოფლიოში პირველი საშიანაო და საგარეო კომბინირებული ფუნქციური ფეხსაცმელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის 4 წლის ასაკამდე.

შინ:

  • თქვენს პატარას შეუძლია ატიპასი გამოიყენოს როგორც სახლი ფეხსაცმელი, განსაკუთრებით თუ იატაკი სრიალებს ან ცივია.
  • ატიპასის ჩაცმა და გახდა იოლია, რაც მათ კიდევ უფრო კომფორტულს ხდის საბავშვო ბაღისთვის. არანაირი თასმა ან ელვა. ბავშვს შეუძლია ამოიცვას ის როგორც წინდა.
  • ატიპასი საუკეთესოა გადახურულ სათამაშო მოედანზე, დარბაზში, ლაბირინთში, საბავშვო ოთახში და სხვა მრავალ ადგილას. ბავშვს შეუძლია ატაროს ის იქაც კი, სადაც ხედავთ წარწერას „გაიხადეთ ფეხსაცმელი“, რამდენადაც ატიპასი არ არის კლასიკური ფეხსაცმელი. ის წინდა-ფესაცმელია. ეს მოსახერხებელია ჰიგიენის თვალსაზრისითაც. ბავშვის ფეხი არ ეხება ზედაპირს საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც სხვა ბავშვები ფეხშიშველი დადიან.
  • ატიპასი ძალიან კარგი არჩევანია სავაჭრო ცენტრებისთვის, განსაკუთრებით ზამთარში. როდესაც პატარას აცვია ზამთრის ფეხსაცმელი დახურულ სივრცეში, მას შეიძლება ფეხი ჩაუხურდეს, მაგრამ ატიპასში თქვენი პატარა იქნება კომფორტში და ისიამოვნებს მაღაზიებში სიარულით თქვენთან ერთად.
  • ატიპასი ძალიან კარგია, როგორც სათადარიგო ფეხსაცმელი საბავშვო წვეულებებზე, ან სტუმრად ყოფნისას. მათ პატარა ადგილი ესაჭიროება ჩანთაში და მათი ჩაცმა ძალიან იოლია.

გარეთ:

  • ატიპასი იდეალურია ბავშვებისთვის გარეთ სასიარულოდ თბილ და მშრალ ამინდში. ატიპასი კომფორტულია ცოცვისას, ხტუნვისას და სირბილის დროს. ძირი არ ცურავს და ძალიან მოქნილია. ტემპერატურის შესაბამისად, ატიპასი შეგიძლიათ პირდაპირ ან წინდაზე ჩააცვათ ბავშვს.
  • ატიპასის ფეხსაცმელი ძალიან კარგია ბუნებაში სასიარულოდ, ბალახზე, მომცრო ზომის ქვებზე, მიწაზე ან ქვიშაზე. პატარას ფეხს თითქმის იგივე შეგრძნება ექნება რაც ფეხშიშველი სიარულისას, თუმცა იგი დაცული იქნება დაზიანებისგან.
  • ატიპასი აგრეთვე გამოგადებათ ქვიშაზე სასიარულოდ წყალთან, საცურაო აუზთან და სხვ. თუ დასველდა, არ არის პრობლემა. ის ისევე სწრაფად შრება, როგორც წინდა.
  • ატიპასი საუკეთესოა სათამაშო მოედანზე სატარებლად. ის მჩატეა და მოქნილი. ბავშვი თავისუფლად ამოძრავებს ფეხს მასში და არ იღლება.
  • ატიპასი ირეცხება მანქანაში. წყლის ტემპერატურა გააცხელეთ 30 გრადუსამდე, იმისთვის რომ წინდა არ შედგეს და შეამცირეთ ბრუნვების რაოდენობა, რომ წინდის ფორმა არ დაზიანდეს. ჩვენი რეკომენდაციაა მანქანის პროგრამა დააყენოთ „ხელით რეცხვა“-ზე და გამოიყენოთ სარეცხი ბადე, ისეთი როგორსაც იყენებთ შალისთვის. შრობა დაბალ ტემპერატურაზე განახორციელეთ, იდეალურია მათი ჰაერის ტემპერატურაზე გაშრობა.

ატიპასის ძირითადი მახასიათებლები:

  • მჩატე და მოქნილი: ძალზედ მჩატე, თითქმის იგივეა ბავშვისთვის როგორც წინდის ტარება
  • სუნთავს: დახვრეტილი ძირი არ აკავებს სიმხურვალეს და სისველეს
  • დიდი ზომის წინა ნაწილი: თავისუფალი ადგილი ხელს უწყობს კოგნიტიურ და მოტორულ განვითარებას. ეს კი განაპირობებს სიარულის სწორ ჩამოყალიბებას და სისხლის მიმოქცევას ბავშვის ტერფში.
  • უსაფრთხო: ყველა ფეხსაცმელი დამზადებულია არა ტოქსიკური და უსაფრთხოებაზე შემოწმებული ნედლეულისგან. არ გამოიყენება საშიში მასალები და დანამატები.
  • მოსახერხებელი: სანდო, მყარი ძირი, ირეცხება მანქანაში და სწრფად შრება. გამოიყენება როგორც გადახურულ სივრცეში, ასევე გარეთ.

შემადგენლობა და უსაფრთხოება

ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვები ეხებიან, კბიჩავენ და გემოს უსინჯავენ ყველაფერს რაც ხელში ხვდებათ. განსაკუთრებით კი თუ ეს ნივთები ნათელ და ვიზუალურად მომხიბლავ ფერებშია. ატიპასის ფეხსაცმელი სრულიად უსართხო ნედლეულისგან არის დამზადებული –  ძირი 100% არატოქსიკური რეზინისგან და წინდა (ზედა ნაწილი) 80% ბამბისგან. ატიპასმა წარმატებით გაიარა ყველანაირი შემოწმება, მათ შორის ტოქსიკურიც. უნიკალური საწარმოო ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, ატიპასი არ იყენებს არანაირ საშიშ ნედლეულს ან დანამატს თავის საწარმოო პროცესში.

ატიპასი თქვენი ბავშვის უსაფრთხოების სრულ გარანტიას იძლევა!

ახალი მიმართულება

ატიპასი მზადდება სამხრეთ კორეაში და იყიდება მსოფლიოს 40 ქვეყანაში. კოლექცია მოიცავს 50-ზე მეტ სხვადასხვა მოდელს. რთულია აგერიოთ ატიპასის თანამედროვე და უნიკალური დიზაინი სხვაში. ატიპასის ფეხსაცმელი თქვენს პატარას ყველგან გამოარჩევს. როდესაც თქვენს პატარას ატიპასი აცვია, თქვენს ისევე ისიამოვნებთ როგორც ის. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ საუკეთესო არჩევანს აკეთებთ თქვენი პატარასთვის. და ბოლოს, ატიპასის ყიდვა უკვე საქართველოშიც შეიძლება! ეხლა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს უნიკალური, რევოლუციური და ჯანსაღი ფეხსაცმელი ჩვენს ელექტრონულ მაღაზიაში!

ატიპასის ისტორია

„მნიშვნელოვანია რომ ბავშვის ტერფი ბუნებრივად განვითარდეს…“

ოჰ დონგ ჯაე, ატიპასის აღმასრულებელი დირექტორი

„მე დავიბადე 1960 წელს ბუსანში, სამხრეთ კორეაში. დღესაც აქ ვცხოვრობ. ვიყავი მიკრობიოლოგი, თუმცა 25 წლის წინ წამოვედი მიკრობიოლოგიის ლაბორატორიიდან და დავიწყე ახალი ბიზნესი ფეხსაცმლის ინდუსტრიაში. ვმუშაობდი ჩემი კოლეჯის მეგობრებთან ერთად რიბოკში (კორეა) და შექმენით შიმანოს ველოსიპედის ფეხსაცმელი.

შიმანოში 12 წელი გავატარე ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე, სადაც გაყიდვებს ვკურირებდი. ამ პერიოდში შიმანო წამყვანი ბრენდი გახდა მსოფლიო ბაზარზე და უკან ჩამოიტოვა ბევრი იტალიური ბრენდი. ნაიკი გვეჯიბრებოდა, თუმცა ამ მიმართულებით მან წარმატებას ვერ მიაღწია. ეს კი განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენი ფეხსაცმელი იყო ფუნცქიური და იქმნებოდა უახლეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.

ამის შემდეგ გადავწყვიტე რომ საკუთარი კომპანია დამეარსებინა და შეგვექმნა სპეციალური ფეხსაცმელი ადამიანის სიარულის ბუნებრივი და სწორი განვითარებისთვის. ესე შეიქმნა MBT ჩვენს შვეიცარიელ პარტნირებთან ერთად, ყველაზე პოპულარული ბრენდი სპეციალიზირებული ფეხსაცმლის კატეგორიაში.

მალე ეს კომპანია გავყიდე და დავაარსე ახალი WildCat Co. Ltd. ჩვენი პირველი საწარმოო ხაზი იყო ფეხსაცმლის ჩანართები. შესაძლებელი იყო ამ ჩანართის შეცვლა და მოდელირება  ფეხის ფორმის შესაბამისად. ისინი მზადდებოდა ინიდივიდუალურად ყველა ჩვენი კლიენტისთვის. ჩანართები დღეს მხოლოდ კორეაში იყიდება და ექსპორტზე გადის იაპონიაში ექიმების დანიშნულებით.

შემს მიერ ფეხსაცმლის ინდუსტრიაში დაგროებული 25 წლიანი გამოცდილებით, ჩემი მიზანი იყო შემექმნა 100% ფუნქციური საბავშვო ფეხსაცმელი. ჩემი ძირითადი შთაგონება იყო სპორტის მიმართულება, ჯანსაღი სიარული და ფეხის და ტანის რეაბილიტაცია. წარმოების სხვა მიმართულება იყო ატიპასის ტიპის საბავშვო ფეხსაცმელი.

ატიპასის ფეხსაცმლის წარმოება დაინეგრა სეულის უნივერსიტეტის ორთოპედიულ დეპარტამენტთან მუშაობის შედეგად და ეყრდნობა სხვადასხვა თანამოედროვე კვლევას ბავშვის ფეხის განვითარების შესახებ.

მნიშვნელოვანი იყოს იმის გათვალისწინება, რომ ახალშობილის ტერფი არ არის დამყარებული ჩამოყალიბებულ ძვლებზე. ისინი რბილი და ელასტიური  წარმონაქმნებია, რომელიც რენტგენზეც კი არ ჩანს.

ამ რბილოვანი დაბოლოებების ნებისმიერი დეფორმაცია შესაძლოა უარყოფითად აისახოს ბავშვის მთელ სამოძრაო სისტემაზე. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ფეხი რაც შეიძლება ბუნებრივად განვითარდეს.

ბუნებრივი სიარულის წესების დადებითი ეფექტი მთელს ორგანიზმე დამტკიცებულია მრავალი მეცნიერის მიერ. ფეხშიშველი სიარული და სირბილი კი უფრო პოპულარული ხდება ამერიკასა და ევროპაში.

ნებისმიერი ხელოვნურად განსაზღვრული გარემო ამ განვითარების პროცესში, ისეთი როგორიცაა მაღალი ქუსლი ან ძირი, ზემოქმედებს ბავშვის ფეხზე. ბავშვი დღეში საშუალოდ ადგამს 18,000 ნაბიჯს, ასე რომ მისი ფეხსაცმელი უნდა იყოს მჩატე არ არ ღლიდეს ფეხს. ჩვენი საქმეა დახმარება გაუწიოთ ადამიანის ფეხის კარგ და ბუნებრივ განვითრებას.

ატიპასის საბავშვო ფეხსაცმელი ბუნებრივად ეხმარება ბავშვის ფეხს სწორ ჩამოყალიბებაში. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ის ყველაზე მეტად არის დაახლოებული ფეხშიშველ სიარულთან. ფეხსაცმელი ძალიან რბილი და მოქნილია. ის სრულად იმეორებს ბავშვის ფეხის ფორმას, რაც ხელს უწყობს ბავშვის ბუნებრივ განვითარებას. ბავშვის პირველი ნაბიჯები უნდა იყოს სწორი, რაც საწინდარია შემდგომ მათი სწორი სიარულის ჩამოყალიბების.

ატიპასი არის აწმყოს და მომავლის ფეხსაცმელი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი პოპულარობა გაიზარდა და მოიცვა 30 ქვეყანა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა იმ ბავშვების სიხარული, ვინც ჩვენს ფეხსაცმელს ატარებს.

მე არ მყავს შვილიშვილები, ხოლო ჩემი შვილი კი დიდია იმისთვის რომ ჩემს მიერ შექმნილი აპიტასი ატაროს. თუმცა როგორც კი ჩვენს ოჯახს შეემატება შემდეგი თაობა ისინი გაიზრდებიან ატიპასებში. მე ღრმად მწავს ფეხის და მასზე დაფუძნებული აქტივობის უდიდესი მნიშვნელობის, ასე რომ მე მინდა ჩვენი ფეხსაცმელი იყოს ყველაზე ფუნქციური და დამხმარე ფეხსაცმელი მსოფლიოში!

პატივისცემით,
ოჰ დონგ ჯაე, ატიპასის აღმასრულებელი დირექტორი

კვლევები

სწორი ფეხსაცმლის ტარება მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რომ ჩამოუყალიბდეთ სწორი სიარულის წესი. ამავდროულად, სიარულის წესის კინეტიკური ანალიზი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას ბავშვის ფეხსაცმლის შექმნის შესახებ.

მოზარდის სიარულის კინეტიკურ და პლანერზე ზეწოლის ფიზიო-დინამიურ კვლევაზე დაყრდნობით, ატიპასის დიზაინი განაპირობებს მყარი და სტაბილური სიარულის წესს. ფეხის სახსრის კუთხის გათვალისწინებით დაწყებული და ნიადაგის და ტერფის შეგრძნებით და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებით დამთავრებული, ატიპასი ასწორებს მოზარდის სიარულის ქცევას.

ატიპასი სპეციალურად ქმნის ფეხსაცმელს რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, უფრო სწორად კი მათი სწორი სიარულისთვის უფრო მეტად, ვიდრე დიდებისთვის.

რა არის პლანერზე ზეწოლის შეფასება?

პლანერზე ზეწოლის გაზომვა გვაძლევს ტერფის და მუხლის ფუნქციონირების მონაცემს სიარულისას ან სხვა აქტივობის დროს. ტერფი და მუხლი უზრუნვეოლყოფს წონის განაწილებას და გადანაწილებას სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას.

ზეწოლის სხვადასხვა პლატფორმების გამოყენება არის ყველაზე მეტად გავრცელებული მეთოდი ტერფის ინტერაქციის და მისი მხარდაჭერის შეფასებისთვის. იგი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფრომაციას ნიადაგის რეაქციის ძალის ვერტიკალური და გადახრითი კომპონენტების შესახებ.

მეთოდი:

1-დან 3 წლამდე ასაკის სამი მონაწილემ მიიღო მონაწილება ტესტში: PSY, SSS და KHJ-მ. სიარულის სამი ტესტი ჩატარდა სხვადასხვა გარემოებებში და შეგროვდა მონაცემები:

პირველი ტესტი: პლანერზე ზეწოლა

  • ფეხშიშველი, რბილი ფეხსაცმლით და მყარ ძირიანი ფეხსაცმლით.
  • ფეხშიშველი, დაბალი ქუსლი, საშუალო სიმაღლის ქუსლი და მაღალი ქუსლი.

მეორე ტესტი: ტერფი კუთხის ცვლილება

  • ფეხშიშველი, რბილი ფეხსაცმლით, მყარ ძირიანი ფეხსამლით
  • ფეხშიშველი, დაბალი ქუსლი, საშუალო სიმაღლის ქუსლი და მაღალი ქუსლი.

მესამე ტესტი: მუხლის კუთხის ცვლილება

  • ფეხშიშველი, რბილი ფეხსაცმლით, მყარ ძირიანი ფეხსამლით
  • ფეხშიშველი, დაბალი ქუსლი, საშუალო სიმაღლის ქუსლი და მაღალი ქუსლი.

შედეგი: პირველმა ტესტმა აჩვენა რომ დაბალი და რბილი ფეხსაცმელი ყველაზე მისაღებია ბავშვებისთვის. გრაფიკზე გამოსახულია სიარულის ზეწოლა. როდესაც ბავშვს აცვია დაბალი და რბილი ფეხსაცმელი, ის ყველაზე მეტად არის დაახლოებული ფეხშიშველ სიარულთან.

შედეგი: მეორე ტესტმა აჩვენა, რომ დაბალ ქუსლიანი და რბილი ფეხსაცმელი მხოლოდ უმნიშვნელოდ ცვლის ტერფის კუთხეს. ტესტზე დაფუძნებით ოპტიმალურია, რომ ბავშვებს ეცვათ რბილი და უქუსლო ფეხსაცმელი.

შედეგი: მესამე ტესტი აჩვენებს რომ მაღალ და მყარ ძირიან ფეხსამელს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ბავშვის ნორმალურ სიარულზე და შეცვალოს მუხლის კუთხე და განაპირობოს მუხლის მუშაობა არასწორ რეჟიმში.

შეჯამება

ტესტების შედეგების შეჯამებით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბავშვის ფეხის განვითარების ყველაზე ეფექტური და სწორი განვითარება არის ფეხშიშველი სიარული. თუმცა, ბუნებრივი და სოციალური პირობების გამო, ფეხშიშველი საირული შესაძლოა ბავშვებისთვის ყოველთვის იდეალური გამოავალი არ იყოს.

ზუსტად ამიტომ შეიქმნა საბავშვო ფეხსაცმელი, რაც მიზნად ისახავს ბავშვის ფეხის დაცვას და იმ დახმარების გაწევას, რომელიც საჭიროა მათთვის ფეხის ადგმისას. თუმცა, ბევრი საბავშვო ფეხსაცმელი არ ითვალისწინებს იმ გარემეობებს, რომელიც ახასიათებს ამ ასაკობრივ ჯგუფს. სხვა სიტყვებით რომ ვთვათ, საბავშვო ფეხსაცმელების უმეტესობა იმეორებს იგივე ფორმას და სტრუქტურას, რაც აქვს ზრდასრულებისას. ეს კი არასწორი სიარულის წესის ჩამოყალიბების რისკებს ზრდის, ან კიდევ უარესი, აქვეითებს კოგნიტიური ქცევის და ინტელექტუალურ განვითარებას

თუ პატარას ჩააცმევთ არაადექვატურ ფეხსაცმელს, მათი ფეხი შესაძლოა არანორმალურად გაიზარდოს, განვითარდეს ან ფიზიკური განვითარების დისბალანსი გამოიწვიოს. არსებული ფეხსაცმელების გამოყენებით, მიზიდულობის ძალა ისევე ინაცვლებს, როგოროც ძირის სიმაღლე. შედეგად, კი მოზარდებს უჭირთ ტანის ბალანსის დაჭერა.

ატიპასის ფეხსაცმელი არის ფეხსაცმლის ახალი ტიპი, რომელიც შეიქმნა ბავშვის და მოზარდის ფეხის ფორმის და სიარულის ნიშან-თვისებების სრული გათვალისწინებით. ჩვენი ფეხსაცმელი იყოფა სამ ნაწილად: წინა ნაწილი, სადაც მდებარეობს თითები, შუა ნაწილი, სადაც თავსდება ტერფის ზედა ნაწილი და უკანა ნაწილი, სადაც მდებარეობს ქუსლი. ინტევალის სიგრძე მერყეობს 108 მმ-დან 155 მმ-მდე. უკანა ნაწილის 80-85% ნიშნულზე, სიმაღლე მერყეობს 20-დან 30 მმ-მდე.

სხვების შეცდომების გათვალისწინებით და საკუთარ კვლევებზე დაყრნობით, ატიპასმა შეძლო ყველა პრობლეის აღმოფხვრა. წინა ნაწილში საკმარისი ადგილია თითებისთვის. მას აქვს მრგვალი ფორმა, რომელიც იმეორებს ბავშვის და მოზარდის ფეხის გარშემოწერილობას და ეხმარება მას სტაბილურ სიარულში და კოგნიტიური ქცევის განვითარებაში. ფეხსაცმელში არის შიდა სივრცე, რომელიც იზრდება უკნიდან წინ. ძირი დამზადებულია რბილი მასალისგან, რაც აისახება რბილ სიარულში. გარდა ამისა, ატიპასმა მაქსიმალურად შეამცირა ძირის სისქე, იმისთვის რომ ბავშვის მიზიდულობის ძალა რაც შეიძლება დაბლა იყოს და მისცეს მას მეტი სიმტკიცე ბალანსის დაცვისთვის სიარულის დროს.

ატიპასი – სიარულის მეცნიერება!

პედიატრების რეკომენდაციები

„ჩვენ ვთვლით, რომ ატიპასის ფეხსაცმელი საუკეთესო არჩვევანია ახლადფეხადგმული ბავშვებისთვის და იმ პატარებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებიან და ვითარდებიან“

დენიელ გიბსი. პედიატრი. ავსტრალიის პედიატრთა ასოციაციის მრჩეველი.

მე, როგორც მშობელი, ყოველთვის ვცდილობ ჩემს შვილებს საუკეთესო პროდუქტი შევურჩიო. ხოლო როგორც პედიატრი, ვთვლი, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესო პირობები.
როდესაც ბავშვი სწავლობს სიარულს, ტრადიციული ფეხსაცმელი ზემოქმედებს მის ტერფებზე, რადგან ქმნის ბარიერს ტერფსა და მიწის ზედაპირს შორის. ეს კი ხელს უშლის სიარულის ბუნებრივი უნარის ჩამოყალიბებას, და შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები მათი მომავალი ცხოვრების განმავლობაში.
ხისტ და მძიმე ფეხსაცმელს შეუძლია ბიძგი მისცეს ბავშვის ტერფების არაბუნებრივ განვითარებას. როდესაც ბავშვის სიარულის უნარის ჩამოყალიბება ხდება, გაცილებით უკეთესია ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც დაიცავს მოზარდი ბავშვის ფეხს და ამასთან ერთად არ იქნება მოუქნელი და მძიმე.
სწორედ ამიტომ გაგვიხარდა ყველას ასე პედიატრიის კლინიკაში, როდესაც აღმოვაჩინეთ შესანიშნავი ფეხსაცმელი პირველი ნაბიჯებისათვის, რომელიც იცავს ტერფს და ამასთან, ეხმარება ბავშვის განვითარებას, მიწის ზედაპირთან ბუნებრივი კონტაქტის ხარჯზე.
ატიპასი შეესაბამება ყველა მოთხოვნას, რომელიც შეიძლება არსებობდეს კარგი საბავშვო ფეხსაცმლის მიმართ:

  • ატიპასი იცავს ტერფებს
  • ატიპასი მსუბუქია და სუნთქავს
  • ატიპასში ბავშვის ფეხის თითები თავისუფლად მოძრაობს
  • ატიპასი უზრუნველყოფს მიწის ზედაპირთან ბავშვის ტერფის ახლო კონტაქტს

ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას ამ ფეხსაცმელს, როგორც საუკეთესოს ახლადფეხადგმული ბავშვებისთვის და იმ პატარებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებიან და ვითარდებიან

მედიცინის დოქტორი თომას ტიმლერი
ორთოპედი, ორთოპედიის, ტრავმატოლოგიისა და პედიატრიული ქირურგიის სპეციალისტი

ექსპერტის შეხედულება: სანამ ბავშვი ფეხის ადგმას ცდილობს და გამართულად სიარულს სწავლობს ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას ფეხსაცმლის ჩაცმას, რადგან მნიშვნელოვანია ტერფი ბუნებრივად მუშაობდეს.
ასე ბავშვის მყესები უკეთ ყალიბდება. მშობლები ხშირად მეკითხებიან როგორ აადგმევინონ ფეხი ბავშვს, როგორი ფეხსაცმელი ჩააცვან ან როგორ ააცილონ იგი წაქცევას. როდესაც ბავშვი ჯანმრთელია და აქტიური, რეკომენდაციას ვუწევთ ფეხშიშველმა იაროს რბილ ზედაპირზე, როგორიცაა ბალახი ან ქვიშა.
ანალოგიურ ეფექტს იძლევა ატიპასის ფეხსაცმელიც, რომელიც ბუნებრივი რბილი ზედაპირის სრული სუბსტიტუტია. ეს იდეალური ფეხსაცმელია, რადგან არ ზღუდავს ბუნებრივ მოძრაობას და სახსრებს, რომლის შედეგადაც ბავშვის ტერფი სწორად მოძრაობს. ამავდროულად, მისი წყალობით ბავშვს არც ფეხი უცივდება და არც უსხლტება, თუკი ის ცივ ან სრიალა ზედაპირზე დადის.

ანა ლევადსკაია. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პედიატრი, დედა

ძალიან ბევრს ვწერ იმის თაობაზე, რომ პროფილაქტიკის მიზნით ორთოპედიული ფეხსაცმლის ხმარება გაუმართლებელია, რომ ტერფის სწორად განვითარებისათვის აუცილებელია ფეხი თავისუფლად მოძრაობდეს და სწორედ ეს უზრუნველყოფს მის სწორად განვითარებას.
ხისტი ფეხსაცმელი ხელს უშლის ტერფის კუნთებისა და წვივის სახსრების სწორ განვითარებას, ზრდის დატვირთვას მუხლების სახსრებზე. ატიპასის ფეხსაცმელი არ აზიანებს ბავშვის ფეხის თითებს და არ აფერხებს ტერფის ბუნებრივ განვითარებას.

 

 

 

„მე, როგორც ორი შვლის დედა მოხარული ვიქნებოდი, რომ მქონოდა ატიპასი, როდესაც ჩემმა შვილებმა სიარული დაიწყეს“

კატი ანგელონი, პედიატრი.

მე პირადი პედიატრი ვარ 15 წელზე მეტი სტაჟით დუბლინში. ჩემი საქმიანობა მოიცავს პედიატრიის ყველა ასპეტქს, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი ყოველთვის პოდოპედიატრიისადმი მქონდა.
როდესაც ბავშვები იწყებენ სიარულს, ნებისმიერ არასწორედ შერჩეულ ფეხსაცმელს შეუძლია შეცვალოს სიარულის ბუნებრივი მანერა. ბავშვებისთვის ფეხშიშველა სიარული საუკეთესო რამ არის, რადგან ამ დროს ტერფი ოპტიმალურად სტიმულირება, რაც საბოლოო ჯამში თავის ტვინს ავარჯიშებს და უბიძგებს, რომ მან სასიარულოდ სწორი და ბუნებრივი იმპულსები გამოსცეს. როდესაც ფეხსაცმლის ხმარება გამოუვალი აუცილებლობა ხდება, მნიშვნელოვანია რომ ფეხსაცმელი იყოს მოქნილი, მსუბუქი და იმეორებდეს ფეხის მოყვანილობას.
რამოდენიმე ხნის წინ ატიპასის საბავშვო ფეხსაცმელი მაჩვენეს და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ფეხსაცმელების უმეტესობა მათ შორის როგორც საბავშვო, ისე მოზრდილების, როგორც წესი, ორიენტირებულია ესტეტურ სილამაზეზე და არა სასარგებლო თვისებებზე. ატიპასის უკან კი შვიდ წლიანი კვლევების შედეგები აღმოვაჩინე. აგრეთვე აღმოვაჩინე, რომ ატიპასის ფეხსაცმელში არ არის ნახმარი არანაირი წებო ან ფორმალდეჰიდი, რითაც მან აბსოლუტურად ყველა ტოკსიკურობის ტესტი უმაღლეს შეფასებაზე გაიარა. როგორც წესი მომხმარებლის მიერ აღქმა თუ რა ხდის ფეხსაცმელს რეალურად კარგს და რეალურად რა არის ჯანმრთელი ფეხსაცმელი, აბსოლუტირად სხვა და სხვა პოლუსებზეა. მე, როგორც ორი შვლის დედა მოხარული ვიქნებოდი, რომ მქონოდა ატიპასი, როდესაც ჩემმა შვილებმა სიარული დაიწყეს. როგორც პედიატრი, მე სრული პასუხისმგებლობით ვუწევ ატიპასის ამ ხელმისაწვდომ, კომფორტულ და ერგონომიულ პროდუქტს რეკომენდაციას, როგორც ჩემს პაციენტებში, ასევე ჩემს სამეგობრო წრეში.

როგორ იზრდება ჩემი შვილის ტერფი?

დაბადებისას ახალშობილებს თითო ტერფზე 22 ძვალი აქვთ, მაგრამ 5 წლის ასაკისთვის ძვლების რაოდენობა 26-მდე იზრდება.

პირველი რამდენიმე წელი არის გადამწყვეტი, როდესაც თქვენი შვილის ტერფის ძვლოვანი სტრუქტურა შედგება რბილი და მოქნილი ხრტილისგან, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება როგორც ძვალი. ამ პერიოდში ბავშვის ტერფი ადვილად შეიძლება დაზიანდეს, თუ არ ხდება მისი სათანადო მოვლა და გაფრთხილება.

2 წლის ასაკიდან ნათელი ხდება, თუ როგორი ფორმის იქნება თქვენი შვილის ტერფი. ტერფის ფორმას მას თქვენ მემკვიდრეობით გადასცემთ. არსებობს ტერფის 3 ძირითადი მოყვანილობა:

კონუსური – როდესაც ცერა თითი გრძელია დანარჩენ თითებზე

მრგვალი – როდესაც მეორე და მესამე თითი უფრო გრძელია, ვიდრე ცერა თითი

კვადრატული – ყველა თითი ერთიდაიმავე სიგრძისაა

როგორ ვიზრუნო ჩემი შვილის ტერფის სწორ განვითარებაზე?

ბავშვის ტერფის სწორ განვითარებაზე ზრუნვას შეუძლია თქვენ შვილს თავიდან აარიდოს პრობლემები, რომლებიც შესაძლებელია წარმოიშვას მომავალში.

დარწმუნდით, რომ წინდებში და ფეხსაცმელში არის საკმარისი სივრცე ბავშვის ფეხისთვის, რომ მან თავისუფლად იმოძრაოს და თითები ჰქონდეს თავისუფალ, გაშლილ მდომარეობაში.

რეგულარულად შეუმოწმეთ ტერფები. ეს მოგცემთ საშუალებას, რომ შეამჩნიოთ შესაძლო პრობლემები, როგორიცაა წყლულები და ა.შ. დაბანეთ თქვენს შვილს ტერფები და კარგად გაუმშრალეთ თითებს შორის სივრცე. დააჭერით ფრჩილები ჰორიზონტალურად, რომ თავიდან აიცილოთ ფრჩხილის ჩაზრდა.

როდის არის რეკმოენდებული ბაშვისთვის პირველი ფეხსაცმლის შეძენა?

ახლადფეხადგმული ბავშვი წუთში დაახლოებით 176 ნაბიჯს დგამს. რაც უფრო მეტს დადის თქვენი შვილი ფეხშიშველი, მით უფრო ბუნებრივად განვითარდება მისი ტერფი.

როდესაც თქვენი შვილი სწავლობს სიარულს, მიეცით მას საშუალება, სახლში ფეხშიშველმა იაროს, მაგრამ დარწმუნდით, რომ იატაკი არის სუფთა და უსაფრთხო. ფეხშიშველი სიარული ტერფებს საშუალებას აძლევს, შეზღუდვების გარეშე იმოძრაოს და განვითარდეს.

როგორც კი თქვენი შვილი შეძლებს მყარი ნაბიჯები გადადგმას, უკვე შესაძლებელია, რომ ის გარეთ უსწორმასწორო ზედაპირზეც გაიყვანოთ სასიარულოდ. ამ დროს უკვე საჭიროა ადრეული ფეხსაცმელი ბავშვის ტერფის დასაცავად.

როგორი უნდა იყოს ფეხსაცმელი პირველი ნაბიჯებისთვის?

შეარჩიეთ რბილი ქსოვილისგან ან ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს მოქნილი ძირი, რომელიც არ ცურავს. ფეხსაცმელი ბავშვს უნდა ერგებოდეს, როგორც სიგრძეში, ასევე სიგანეში.

დარწმუნდით, რომ სწორად გაქვთ დადგენილი ტერფის ზომა. შეეცადეთ, რომ იყოს საკმარისი მანძილი, (სიგრძე-სიგანე) თითების თავისუფლად მოძრაობისთვის, ფეხი დაფიქსირებული იყოს უსაფრთხო შესაკრავით, როგორიცაა მაგ. ფხრიწი, თასმა ან ბალთა, რომ უზრუნველყოფილ იქნას ტერფის დაფიქსირება და ბავშვის ტერფი წინ და უკან არ მოძრაობდეს. ამით თქვენ დაიცავთ ბავშვის თითებს.

თქვენი შვილის ტერფის ზომა უნდა შემოწმდეს ყოველ 6-8 თვეში. 4 წლის ასაკამდე, ბავშვის ტერფი საშუალოდ წელიწადში 2 სანტიმეტრით იზრდება.

დატოვეთ მინიმუმ 1 სანტიმეტრიანი სივრცე ფეხსაცმლის კიდესა და ყველაზე გრძელ თითს შორის. ფეხსაცმლის სიგანე უნდა იყოს ისეთი, რომ თითები თავისუფლად თავსდებოდეს და არ იყოს ერთმანეთთან მჭიდროდ მიჭერილი ფეხსაცმლის ზემოქმედებით. ბავშვის ტერფები უფროს სწრაფად იზრდება გაზაფხულზე და ზაფხულში. შედარებით ნელი ტემპით ხდება მათი ზრდა ზამთარში.

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ტერფს?

თუკი თქვენ შეამჩნიეთ პრობლემები ბავშვის ტერფის განვითარების პროცესში, მიმართეთ ექიმს.

ქვემოთ ჩამოთვლილია განვითარების რამდენიმე  დეფექტი, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ტერფზე:

ტერფის გამრუდება – დაბადებიდან დაყოლილი მდგომარეობა, რომელიც 1000-დან 1-2 ბავშვში ვლინდება. მრუდე ტერფის გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია, მაგრამ დაკვირვებები აჩვენებს, რომ უფრო ხშირად ბიჭებშია გავრცელებული და შესაძლებელია მემკვიდრეობითი იყოს.

მკურნალობა დაბადებიდან მალევე იწყება, უფრო ხშირად ფიზიოთერაპიის დახმარებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის ტერფი დაუბრუნდეს ბუნებრვი მდგომარეობას. მკურნალობა შეიძლება განხორცილდეს თაბაშირის სახვევებით და სპეციალური ფეხსაცმლითაც.

ბრტყელი ტერფი –  ამ მდგომარეობაში ბავშვები იბადებიან. თუმცაღა რთულია იმის თქმა ნამდვილად ბრტყელი ტერფი აქვს თუ არა ბავშვს, რადგან სრულიად ჩამოყალიბებულად მხოლოდ 7 წლისთვის იჩენს თავს.

ბავშვების უმეტესობა არ დგამს ნაბიჯებს ისე, როგორც ზრდასრული ადამიანი, ანუ ქუსლიდან წვერამდე, მანამ სანამ მათ 3 წელი არ შეუსრულდებათ, მაგრამ თუ ბავშვს აქვს ბრტყელტერფიანობის ნიშნები 5-6 წლის ასაკში და გრძნობს ტკივილს, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შესაძლებელია ბავშვს გამოუწერონ სუპინატორიანი რბილი ფეხსაგები ტერფის თაღის დასაყრდენად.

ტერფის შიდა ან გარე მხარეზე სიარული –  ეს მდგომარეობა ძირითადად ხდება ჩვენგან დამოუკიდებლად, როდესაც ბავშვის უკვე მყარად ადგამს ნაბიჯებს. თუ 2 წელზე მეტი ხნის ბავშვი ასე დადის, უნდა მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ცალ ფეხზე ხდება.

ფეხის წვერებზე სიარული –  ამ მდგომარეობაში ბავშვის წონა მთლიან ტერფზე არ ნაწილდება.  2 წლამდე ასაკისთვის ეს შეიძლება ნორმა იყოს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბავშვი ბრტყელ ზედაპირზე ფეხშიშველი დადის.

ფეხის წვერებზე მუდმივი სიარული შესაძლებელია გამოწვეული იყოს პათოლოგიურად მოკლე აქილევსის მყესის გამო. ეს მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. სასურველია ბავშვი ნევროლოგმაც გასინჯოს.

სხვას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სისტემატიურად შეამოწმეთ ბავშვის ტერფები, რადგან ბავშმა ყოველთვის არ შეიძლება თქვას, რომ ტერფი სტკივა.

წყლულები – ხშირად გამოწვეულია ახალი, ან არასწორად შერჩეული ფეხსაცმლით. გადაამოწმეთ ფეხსაცმლის ზომა თუ ბავშვის ფეხი სიგრძეში ან სიგანეში გაიზარდა. ბავშვს ყოველთვის არ შეუძლია თქმა, რომ მას ფეხი ეხეხება ან ფეხსაცმელი აწვება. გახადეთ წინდები და ფეხსაცმელი გარკვეული დროით, რომ წყლული მოხმეს. თუ კანი დაზიანებულია, გამოიყენეთ ანტისეპტიკური საშუალებები. არ გახეთქოთ წყლული, რომ არ შეიჭრას ინფექცია.

ფრჩხილების ჩაზრდა – იწვევს კანის ანთებას ფრჩხილის მხარეს, კანი ხდება წითელი და მშრალი. ძირითადი მიზეზი ფრჩხილების არასწორი მოჭრაა.

თანაბრად მოაჭერით ბავშვს ფრჩხილები, მოაჭერით სწორად და არა ნახევარწრეზე. არასოდეს მოაჭრათ ფრჩხილები ნაპირებზე ძალიან მოკლედ. თუ ბავშვი ფრჩხილის ტკივილზე ჩივის, მიმართეთ ექიმს.

მიკოზი -ეს სოკოვანი დაავადებაა, რომლის ამოცნობაც წითელი, სისველის მქონე გამონაყარით შეგიძლიათ. ის განსაკუთებით ვრცელდება თითებს შორის. მიკოზი ბავშვებში იშვიათობაა. მიკოზის თავიდან აცილება შესაძლებელია ბამბის წინდების ხმარებით და ბანაობის შემდგომ თითებს შორის სივრცის კარგად გამშრალებით. მიმართეთ ექიმს თუკი შეამჩნევთ თქვენი შვილის კანზე და ფრჩიხლებზე საეჭვო ცვლილებებს.

ატიპასი – თქვენი ბავშვის პირველი ნაბიჯებისთვის

ატიპასის წარმომადგენლობა პედიატრებთან ერთად გირჩევთ ფეხსაცმელს, რომელიც სპეციალურად თქვენი შვილის ადრეული ნაბიჯებისთვისაა შემუშავებული. მოქნილი, მოცურებისაგან დაცული ძირი ყველა პირობას ქმნის ბავშვის კუნთების სათანადო ვარჯიშისათვის.

  • ატიპასი ბუნებრივავ აყალიბებს ბავშვებში გამართული სიარულის უნარს.
  • ატიპასი უზრუნველყოფს ბავშვის ტერფის სწორ განვითარებას და ხელს უშლის ბრტყელტერფიანობის ჩამოყალიბებას.
  • ატიპასი ხელს უწყობს თავის ტვინის ფუნქციების განვითარებას ბავშვის ფეხის თითების მოტორიკის ხელშეწყობის ხარჯზე.
  • ატიპასი აკორექტირებს სიარულს წონის მთლიან ტერფზე გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე.
  • ატიპასი იმეორებს ბავშვის ფეხის მოყვანილობას, რომ ხელი შეუწყოს ფეხის ბუნებრივ განვითარებას.

ატიპასი მსოფლიოში

ტესტები და სერტიფიკატები