ატიპასის შესახებ

ფეხსაცმლზე ბევრია დამოკიდებული ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის სწორი სიარულის ჩამოსაყალიბებლად. თქვენი პატარასთვის აპიტასი პირველია. ატიპასის ფეხსაცმელი იდეალურია ბავშვებისთვის 6 თვიდან 4 წლამდე ასაკში. ეს ის პერიოდია როდესაც ფეხი იზრდება და ბავშვი ივითარებს სიარულის უნარ-ჩვევებს.

ატიპასი – საირულის მეცნიერება

ჩვენი ფეხსამელი შექმნილია სამხრეთ კორეაში. მისი წარმოება დაფუძნებულია შვიდ წლიან კლვევასა და მომზადებაზე, რომელიც ტარდებოდა სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოტორული განვითარების ცენტრში. მისი დიზაინი დაფუძნებულია მოზარდის სიარულის კინეტიკურ და ფიზიო-დინამიურ კვლევებზე. ატიპასი ავითარებს სიარულის მტკიცე და სტაბილურ ჩვევას ფეხის სახსრების კუთხით. ატიპასის ფეხსაცმელი აგრეთვე ხელს უწყობს კოგნიტიურ განვითარებას, რაც განპირობებულია ბავშვის ფეხის მიერ ნიადაგის შეგრძნებით და ამ სტიმულებზე პასუხით. ატიპასი აუმჯობესებს მოზარდის სიარულს, რაც განპირობებულია ფეხის ტერფზე ზეწოლის თანაბარი განაწილებით.

კარგად არის ცნობილი, რომ ბავშვის ფეხის სწრაფი და სწორი განვითარებისთვის საუკეთესო არჩევანია ფეხშიშველი სიარული. თუმცა ბუნებრივი და სოციალური პირობების გათვალისწინებით, ხშირად ბავშვების ფეხშიშველი სიარული შეუძლებელია. ზუსტად ეს არის მიზეზი თუ რატომ შეიქმნა ატიპასის ფეხსაცმელი. ატიპასი ეს არის წინდა-ფეხსაცმლის ახალი ტიპი, რომელსაც აქვს ფეხის ფორმა და ბავშვის სიარულის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

სად ჩავიცვათ

ატიპასი არის მსოფლიოში პირველი საშიანაო და საგარეო კომბინირებული ფუნქციური ფეხსაცმელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის 4 წლის ასაკამდე.

შინ:

  • თქვენს პატარას შეუძლია ატიპასი გამოიყენოს როგორც სახლი ფეხსაცმელი, განსაკუთრებით თუ იატაკი სრიალებს ან ცივია.
  • ატიპასის ჩაცმა და გახდა იოლია, რაც მათ კიდევ უფრო კომფორტულს ხდის საბავშვო ბაღისთვის. არანაირი თასმა ან ელვა. ბავშვს შეუძლია ამოიცვას ის როგორც წინდა.
  • ატიპასი საუკეთესოა გადახურულ სათამაშო მოედანზე, დარბაზში, ლაბირინთში, საბავშვო ოთახში და სხვა მრავალ ადგილას. ბავშვს შეუძლია ატაროს ის იქაც კი, სადაც ხედავთ წარწერას „გაიხადეთ ფეხსაცმელი“, რამდენადაც ატიპასი არ არის კლასიკური ფეხსაცმელი. ის წინდა-ფესაცმელია. ეს მოსახერხებელია ჰიგიენის თვალსაზრისითაც. ბავშვის ფეხი არ ეხება ზედაპირს საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც სხვა ბავშვები ფეხშიშველი დადიან.
  • ატიპასი ძალიან კარგი არჩევანია სავაჭრო ცენტრებისთვის, განსაკუთრებით ზამთარში. როდესაც პატარას აცვია ზამთრის ფეხსაცმელი დახურულ სივრცეში, მას შეიძლება ფეხი ჩაუხურდეს, მაგრამ ატიპასში თქვენი პატარა იქნება კომფორტში და ისიამოვნებს მაღაზიებში სიარულით თქვენთან ერთად.
  • ატიპასი ძალიან კარგია, როგორც სათადარიგო ფეხსაცმელი საბავშვო წვეულებებზე, ან სტუმრად ყოფნისას. მათ პატარა ადგილი ესაჭიროება ჩანთაში და მათი ჩაცმა ძალიან იოლია.

გარეთ:

  • ატიპასი იდეალურია ბავშვებისთვის გარეთ სასიარულოდ თბილ და მშრალ ამინდში. ატიპასი კომფორტულია ცოცვისას, ხტუნვისას და სირბილის დროს. ძირი არ ცურავს და ძალიან მოქნილია. ტემპერატურის შესაბამისად, ატიპასი შეგიძლიათ პირდაპირ ან წინდაზე ჩააცვათ ბავშვს.
  • ატიპასის ფეხსაცმელი ძალიან კარგია ბუნებაში სასიარულოდ, ბალახზე, მომცრო ზომის ქვებზე, მიწაზე ან ქვიშაზე. პატარას ფეხს თითქმის იგივე შეგრძნება ექნება რაც ფეხშიშველი სიარულისას, თუმცა იგი დაცული იქნება დაზიანებისგან.
  • ატიპასი აგრეთვე გამოგადებათ ქვიშაზე სასიარულოდ წყალთან, საცურაო აუზთან და სხვ. თუ დასველდა, არ არის პრობლემა. ის ისევე სწრაფად შრება, როგორც წინდა.
  • ატიპასი საუკეთესოა სათამაშო მოედანზე სატარებლად. ის მჩატეა და მოქნილი. ბავშვი თავისუფლად ამოძრავებს ფეხს მასში და არ იღლება.
  • ატიპასი ირეცხება მანქანაში. წყლის ტემპერატურა გააცხელეთ 30 გრადუსამდე, იმისთვის რომ წინდა არ შედგეს და შეამცირეთ ბრუნვების რაოდენობა, რომ წინდის ფორმა არ დაზიანდეს. ჩვენი რეკომენდაციაა მანქანის პროგრამა დააყენოთ „ხელით რეცხვა“-ზე და გამოიყენოთ სარეცხი ბადე, ისეთი როგორსაც იყენებთ შალისთვის. შრობა დაბალ ტემპერატურაზე განახორციელეთ, იდეალურია მათი ჰაერის ტემპერატურაზე გაშრობა.

ატიპასის ძირითადი მახასიათებლები:

  • მჩატე და მოქნილი: ძალზედ მჩატე, თითქმის იგივეა ბავშვისთვის როგორც წინდის ტარება
  • სუნთავს: დახვრეტილი ძირი არ აკავებს სიმხურვალეს და სისველეს
  • დიდი ზომის წინა ნაწილი: თავისუფალი ადგილი ხელს უწყობს კოგნიტიურ და მოტორულ განვითარებას. ეს კი განაპირობებს სიარულის სწორ ჩამოყალიბებას და სისხლის მიმოქცევას ბავშვის ტერფში.
  • უსაფრთხო: ყველა ფეხსაცმელი დამზადებულია არა ტოქსიკური და უსაფრთხოებაზე შემოწმებული ნედლეულისგან. არ გამოიყენება საშიში მასალები და დანამატები.
  • მოსახერხებელი: სანდო, მყარი ძირი, ირეცხება მანქანაში და სწრფად შრება. გამოიყენება როგორც გადახურულ სივრცეში, ასევე გარეთ.

შემადგენლობა და უსაფრთხოება

ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვები ეხებიან, კბიჩავენ და გემოს უსინჯავენ ყველაფერს რაც ხელში ხვდებათ. განსაკუთრებით კი თუ ეს ნივთები ნათელ და ვიზუალურად მომხიბლავ ფერებშია. ატიპასის ფეხსაცმელი სრულიად უსაფრთხო ნედლეულისგან არის დამზადებული –  ძირი 100% არატოქსიკური რეზინისგან და წინდა (ზედა ნაწილი) 80% ბამბისგან. ატიპასმა წარმატებით გაიარა ყველანაირი შემოწმება, მათ შორის ტოქსიკურიც. უნიკალური საწარმოო ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, ატიპასი არ იყენებს არანაირ საშიშ ნედლეულს ან დანამატს თავის საწარმოო პროცესში.

ატიპასი თქვენი ბავშვის უსაფრთხოების სრულ გარანტიას იძლევა!

ახალი მიმართულება

ატიპასი მზადდება სამხრეთ კორეაში და იყიდება მსოფლიოს 40 ქვეყანაში. კოლექცია მოიცავს 50-ზე მეტ სხვადასხვა მოდელს. რთულია აგერიოთ ატიპასის თანამედროვე და უნიკალური დიზაინი სხვაში. ატიპასის ფეხსაცმელი თქვენს პატარას ყველგან გამოარჩევს. როდესაც თქვენს პატარას ატიპასი აცვია, თქვენს ისევე ისიამოვნებთ როგორც ის. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ საუკეთესო არჩევანს აკეთებთ თქვენი პატარასთვის. და ბოლოს, ატიპასის ყიდვა უკვე საქართველოშიც შეიძლება! ეხლა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს უნიკალური, რევოლუციური და ჯანსაღი ფეხსაცმელი ჩვენს ელექტრონულ მაღაზიაში!