წესები და პირობები
1. ძირითადი დებულებები
1.1 შეთანხმება
www.attipas.ge ვიზიტის ან შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით ჩვენს წესებს და პირობებს, რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას მომხმარებელსა და კომპანიას შორის.
1.2 წესების და პირობების ცვლილებები
კომპანიამ შეიძლება შეცვალოს არსებული დოკუმენტის წესები და პირობები. რეკომენდირებულია წესების და პირობების დოკუმენტის გადამოწმება შეკვეთის გაფორმებამდე.
1.3 მონაცემთა უსაფრთხოება
შეკვეთის გაფორმებისას, თქვენ ეთანხმებით ჩვენს მონაცემთა უსაფრთხოების დოკუმენტს. კომპანიამ შეიძლება შეცვალოს მოცემული დოკუმენტი, რეკომენდირებულია შეკვეთამდე მოცემული დოკუმენტის გადამოწმება.
2. კომპანია
კომპანიის სახელი: | „ატიპას ჯორჯია“ |
ელ-ფოსტა: | info@attipas.ge |
3. განმარტებები
3.1 “ატიპას ჯორჯია” ან „attipas“
გულისხმობს ატიპას ჯორჯია-ს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
3.2 “სამუშაო დღე”
გულისხმობს კალენდარულ დღეს, შაბათის, კვირის ან ნებისმიერი სხვა საქართველოს ოფიციალური უქმე დღის გარდა.
3.3 “მომხმარებელი”
გულისხმობს ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც იყენებს ატიპას ჯორჯიას ვებ-გვერდს პროდუქციის შეძენისთვის ან სხვა მიზნით.
3.4 “მხარეები”
გულისხმობს ატიპას ჯორჯიას და მომხმარებელს კოლექტიურად.
4. პროდუქტი
4.1 პროდუქტის საავტორო უფლებები და ავთენტურობა
ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის საავტორო უფლებები ეკუთვნის მის მწარმოებელს; კომპანია გადასცემს მესამე პირს მწარმოებლების საკონტაქტო ინფორმაციას, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას შესაბამისი კანონით დაკისრებული ვალდებულება ექნება, ან საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ ამას გარკვეული ვითარება მოითხოვს.
4.2 ფასი
კომპანია არ აგებს პასუხს ვებ-გვერდზე არასწორად განთავსებულ ფასზე და იტოვებს უფლებას მსგავსი შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა.
4.2 გადახდა
მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს Visa/MasterCard ბარათებით ან ნაღდი ანგარიშსწორებით.
ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მისამართზე მოთხოვნილი შეკვეთის შემთხვევაში.
ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა უნდა განხორციელდეს პროდუქტის/ამანათის მიღებისთანავე.
თბილისის გარეთ მოთხოვნილი შეკვეთის გადახდა აუცილებლად Visa/MasterCard ბარათით უნდა განხორციელდეს.
4.3 შეკვეთის გაუქმება
კომპანია იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა, თუ:
პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი საწყობში;
მომხმარებლის ინფორმაცია არ არის სრული ან არასწორია;
ვებ-გვერდზე დაფიქსირდა არასწორად შეყვანილი ფასი;
კომპანიას არ შეუძლია მიწოდება მოცემულ მისამართზე.
მსგავს შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს გაუგზავნის შეტყობინებას ელ-ფოსტის საშუალებით.
4.4 პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა
პროდუქტის დაბრუნებაზე ან გადაცვლაზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს პროდუქტის დაბრუნება, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
4.6 ფასდაკლება
ფასდაკლებით ნაყიდ პროდუქტებზე არ ვრცელდება დაბრუნების/გადაცვლის გარანტია.
5. ვებ–გვერდზე განთავსებული ფოტო მასალა
ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტო მასალა და მისი საავტორო უფლებები სრულად ეკუთვნის კომპანიას. მოცემული ფოტოების სხვა ვებ-გვერდზე გამოყენება, გაყიდვა ან სხვა სახის მოხმარება დასაშვებია მხოლოდ კომპანიის ნებართვით.
6. შეთანხმების შეწყვეტა
ორივე მხარეს აქვს უფლება შეწყვიტოს მოცემული შეთანხმება ნებისმიერ დროს. კომპანიას ასევე აქვს უფლება შეწყვიტოს მოცემული შეთანხმება ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე.