პროდუქტის დაბრუნება-გადაცვლა
მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს “წესები და პირობების” შეთანხმების ნაწილს, რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას მომხმარებელსა და კომპანიას შორის.
პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლა შესაძლებელია შეკვეთის დასრულების (პროდუქტის მიღების) შემდეგ, 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
პროდუქტის დაბრუნების/გადაცვლის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს: პროდუქტის ზომის უზუსტობა, დეფექტი ან სხვა წარმოებასთან დაკავშირებული წუნი.
კომპანია იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს პროდუქტის დაბრუნებაზე/გადაცვლაზე, თუ
- დაბრუნების დროს მოხდა პროდუქტის დაზიანება
- პროდუქტს არ აღმოაჩნდა დეფექტი
- დაზიანდა პროდუქტის შეფუთვა, დაკარგულია იარლიყი
- პროდუქტს აღმოაჩნდა მოხმარების/ცვეთის ნიშნები
- პროდუქტს აღმოაჩნდა დეოდორანტის/პარფიუმერიის სუნი
- პროდუქტს დაკარგული აქვს სავაჭრო სახე
- პროდუქტი ფასდკალებით იყო შეძენილი
პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმავე პროდუქტზე, ნებისმიერ ზომაში. (თუ ეს ზომა არის გაყიდვაში)
პროდუქტის გადაცვლა არ მოხდება, თუ მოცემული პროდუქტი (ან თქვენთვის სასურველი ზომა) აღარ არის გაყიდვაში, ამ შემთხვევაში კომპანია აანაზღაურებს მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხას.
პროდუქტის დაბრუნების ხარჯები და უსაფრთხოების პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს დაუზიანებელი პროდუქცია (გარდა იმ დეფექტისა, რომელსაც აღმოაჩენს).
მომხმარებელმა აუცილებლად პროდუქტთან ერთად უნდა წარადგინოს/გამოაგზავნოს ჩეკი და ინვოისი (ელ-ფოსტაზე მიღებული წერილი).
კომპანია განიხილავს დაბრუნების/გადაცვლის მოთხოვნას 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
პროდუქტის დასაბრუნებლად მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე info@attipas.ge.
კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს, მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე, განაახლოს/შეცვალოს ან გააუქმოს მოცემული შეთანხმება.