კვლევები

სწორი ფეხსაცმლის ტარება მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რომ ჩამოუყალიბდეთ სწორი სიარულის წესი. ამავდროულად, სიარულის წესის კინეტიკური ანალიზი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას ბავშვის ფეხსაცმლის შექმნის შესახებ.

მოზარდის სიარულის კინეტიკურ და პლანერზე ზეწოლის ფიზიო-დინამიურ კვლევაზე დაყრდნობით, ატიპასის დიზაინი განაპირობებს მყარი და სტაბილური სიარულის წესს. ფეხის სახსრის კუთხის გათვალისწინებით დაწყებული და ნიადაგის და ტერფის შეგრძნებით და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებით დამთავრებული, ატიპასი ასწორებს მოზარდის სიარულის ქცევას.

ატიპასი სპეციალურად ქმნის ფეხსაცმელს რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, უფრო სწორად კი მათი სწორი სიარულისთვის უფრო მეტად, ვიდრე დიდებისთვის.

რა არის პლანერზე ზეწოლის შეფასება?

პლანერზე ზეწოლის გაზომვა გვაძლევს ტერფის და მუხლის ფუნქციონირების მონაცემს სიარულისას ან სხვა აქტივობის დროს. ტერფი და მუხლი უზრუნვეოლყოფს წონის განაწილებას და გადანაწილებას სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას.

ზეწოლის სხვადასხვა პლატფორმების გამოყენება არის ყველაზე მეტად გავრცელებული მეთოდი ტერფის ინტერაქციის და მისი მხარდაჭერის შეფასებისთვის. იგი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფრომაციას ნიადაგის რეაქციის ძალის ვერტიკალური და გადახრითი კომპონენტების შესახებ.

მეთოდი:

1-დან 3 წლამდე ასაკის სამმა მონაწილემ მიიღო მონაწილება ტესტში: PSY, SSS და KHJ-მ. სიარულის სამი ტესტი ჩატარდა სხვადასხვა გარემოებებში და შეგროვდა მონაცემები:

პირველი ტესტი: პლანერზე ზეწოლა

  • ფეხშიშველი, რბილი ფეხსაცმლით და მყარ ძირიანი ფეხსაცმლით.
  • ფეხშიშველი, დაბალი ქუსლი, საშუალო სიმაღლის ქუსლი და მაღალი ქუსლი.

მეორე ტესტი: ტერფი კუთხის ცვლილება

  • ფეხშიშველი, რბილი ფეხსაცმლით, მყარ ძირიანი ფეხსამლით
  • ფეხშიშველი, დაბალი ქუსლი, საშუალო სიმაღლის ქუსლი და მაღალი ქუსლი.

მესამე ტესტი: მუხლის კუთხის ცვლილება

  • ფეხშიშველი, რბილი ფეხსაცმლით, მყარ ძირიანი ფეხსამლით
  • ფეხშიშველი, დაბალი ქუსლი, საშუალო სიმაღლის ქუსლი და მაღალი ქუსლი.

შედეგი: პირველმა ტესტმა აჩვენა რომ დაბალი და რბილი ფეხსაცმელი ყველაზე მისაღებია ბავშვებისთვის. გრაფიკზე გამოსახულია სიარულის ზეწოლა. როდესაც ბავშვს აცვია დაბალი და რბილი ფეხსაცმელი, ის ყველაზე მეტად არის დაახლოებული ფეხშიშველ სიარულთან.

შედეგი: მეორე ტესტმა აჩვენა, რომ დაბალ ქუსლიანი და რბილი ფეხსაცმელი მხოლოდ უმნიშვნელოდ ცვლის ტერფის კუთხეს. ტესტზე დაფუძნებით ოპტიმალურია, რომ ბავშვებს ეცვათ რბილი და უქუსლო ფეხსაცმელი.

შედეგი: მესამე ტესტი აჩვენებს რომ მაღალ და მყარ ძირიან ფეხსამელს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ბავშვის ნორმალურ სიარულზე და შეცვალოს მუხლის კუთხე და განაპირობოს მუხლის მუშაობა არასწორ რეჟიმში.

შეჯამება

ტესტების შედეგების შეჯამებით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბავშვის ფეხის განვითარების ყველაზე ეფექტური და სწორი განვითარება არის ფეხშიშველი სიარული. თუმცა, ბუნებრივი და სოციალური პირობების გამო, ფეხშიშველი საირული შესაძლოა ბავშვებისთვის ყოველთვის იდეალური გამოავალი არ იყოს.

ზუსტად ამიტომ შეიქმნა საბავშვო ფეხსაცმელი, რაც მიზნად ისახავს ბავშვის ფეხის დაცვას და იმ დახმარების გაწევას, რომელიც საჭიროა მათთვის ფეხის ადგმისას. თუმცა, ბევრი საბავშვო ფეხსაცმელი არ ითვალისწინებს იმ გარემეობებს, რომელიც ახასიათებს ამ ასაკობრივ ჯგუფს. სხვა სიტყვებით რომ ვთვათ, საბავშვო ფეხსაცმელების უმეტესობა იმეორებს იგივე ფორმას და სტრუქტურას, რაც აქვს ზრდასრულებისას. ეს კი არასწორი სიარულის წესის ჩამოყალიბების რისკებს ზრდის, ან კიდევ უარესი, აქვეითებს კოგნიტიური ქცევის და ინტელექტუალურ განვითარებას

თუ პატარას ჩააცმევთ არაადეკვატურ ფეხსაცმელს, მათი ფეხი შესაძლოა არანორმალურად გაიზარდოს, განვითარდეს ან ფიზიკური განვითარების დისბალანსი გამოიწვიოს. არსებული ფეხსაცმელების გამოყენებით, მიზიდულობის ძალა ისევე ინაცვლებს, როგოროც ძირის სიმაღლე. შედეგად, კი მოზარდებს უჭირთ ტანის ბალანსის დაჭერა.

ატიპასის ფეხსაცმელი არის ფეხსაცმლის ახალი ტიპი, რომელიც შეიქმნა ბავშვის და მოზარდის ფეხის ფორმის და სიარულის ნიშან-თვისებების სრული გათვალისწინებით. ჩვენი ფეხსაცმელი იყოფა სამ ნაწილად: წინა ნაწილი, სადაც მდებარეობს თითები, შუა ნაწილი, სადაც თავსდება ტერფის ზედა ნაწილი და უკანა ნაწილი, სადაც მდებარეობს ქუსლი. ინტერვალის სიგრძე მერყეობს 108 მმ-დან 155 მმ-მდე. უკანა ნაწილის 80-85% ნიშნულზე, სიმაღლე მერყეობს 20-დან 30 მმ-მდე.

სხვების შეცდომების გათვალისწინებით და საკუთარ კვლევებზე დაყრნობით, ატიპასმა შეძლო ყველა პრობლემის აღმოფხვრა. წინა ნაწილში საკმარისი ადგილია თითებისთვის. მას აქვს მრგვალი ფორმა, რომელიც იმეორებს ბავშვის და მოზარდის ფეხის გარშემოწერილობას და ეხმარება მას სტაბილურ სიარულში და კოგნიტიური ქცევის განვითარებაში. ფეხსაცმელში არის შიდა სივრცე, რომელიც იზრდება უკნიდან წინ. ძირი დამზადებულია რბილი მასალისგან, რაც აისახება რბილ სიარულში. გარდა ამისა, ატიპასმა მაქსიმალურად შეამცირა ძირის სისქე, იმისთვის რომ ბავშვის მიზიდულობის ძალა რაც შეიძლება დაბლა იყოს და მისცეს მას მეტი სიმტკიცე ბალანსის დაცვისთვის სიარულის დროს.

ატიპასი – სიარულის მეცნიერება!