პედიატრების რეკომენდაციები
„ჩვენ ვთვლით, რომ ატიპასის ფეხსაცმელი საუკეთესო არჩვევანია ახლადფეხადგმული ბავშვებისთვის და იმ პატარებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებიან და ვითარდებიან“
დენიელ გიბსი. პედიატრი. ავსტრალიის პედიატრთა ასოციაციის მრჩეველი.
მე, როგორც მშობელი, ყოველთვის ვცდილობ ჩემს შვილებს საუკეთესო პროდუქტი შევურჩიო. ხოლო როგორც პედიატრი, ვთვლი, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესო პირობები.
როდესაც ბავშვი სწავლობს სიარულს, ტრადიციული ფეხსაცმელი ზემოქმედებს მის ტერფებზე, რადგან ქმნის ბარიერს ტერფსა და მიწის ზედაპირს შორის. ეს კი ხელს უშლის სიარულის ბუნებრივი უნარის ჩამოყალიბებას, და შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები მათი მომავალი ცხოვრების განმავლობაში.
ხისტ და მძიმე ფეხსაცმელს შეუძლია ბიძგი მისცეს ბავშვის ტერფების არაბუნებრივ განვითარებას. როდესაც ბავშვის სიარულის უნარის ჩამოყალიბება ხდება, გაცილებით უკეთესია ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც დაიცავს მოზარდი ბავშვის ფეხს და ამასთან ერთად არ იქნება მოუქნელი და მძიმე.
სწორედ ამიტომ გაგვიხარდა ყველას ასე პედიატრიის კლინიკაში, როდესაც აღმოვაჩინეთ შესანიშნავი ფეხსაცმელი პირველი ნაბიჯებისათვის, რომელიც იცავს ტერფს და ამასთან, ეხმარება ბავშვის განვითარებას, მიწის ზედაპირთან ბუნებრივი კონტაქტის ხარჯზე.
ატიპასი შეესაბამება ყველა მოთხოვნას, რომელიც შეიძლება არსებობდეს კარგი საბავშვო ფეხსაცმლის მიმართ:
- ატიპასი იცავს ტერფებს
- ატიპასი მსუბუქია და სუნთქავს
- ატიპასში ბავშვის ფეხის თითები თავისუფლად მოძრაობს
- ატიპასი უზრუნველყოფს მიწის ზედაპირთან ბავშვის ტერფის ახლო კონტაქტს
ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას ამ ფეხსაცმელს, როგორც საუკეთესოს ახლადფეხადგმული ბავშვებისთვის და იმ პატარებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებიან და ვითარდებიან
მედიცინის დოქტორი თომას ტიმლერი
ორთოპედი, ორთოპედიის, ტრავმატოლოგიისა და პედიატრიული ქირურგიის სპეციალისტი
ექსპერტის შეხედულება: სანამ ბავშვი ფეხის ადგმას ცდილობს და გამართულად სიარულს სწავლობს ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას ფეხსაცმლის ჩაცმას, რადგან მნიშვნელოვანია ტერფი ბუნებრივად მუშაობდეს.
ასე ბავშვის მყესები უკეთ ყალიბდება. მშობლები ხშირად მეკითხებიან როგორ აადგმევინონ ფეხი ბავშვს, როგორი ფეხსაცმელი ჩააცვან ან როგორ ააცილონ იგი წაქცევას. როდესაც ბავშვი ჯანმრთელია და აქტიური, რეკომენდაციას ვუწევთ ფეხშიშველმა იაროს რბილ ზედაპირზე, როგორიცაა ბალახი ან ქვიშა.
ანალოგიურ ეფექტს იძლევა ატიპასის ფეხსაცმელიც, რომელიც ბუნებრივი რბილი ზედაპირის სრული სუბსტიტუტია. ეს იდეალური ფეხსაცმელია, რადგან არ ზღუდავს ბუნებრივ მოძრაობას და სახსრებს, რომლის შედეგადაც ბავშვის ტერფი სწორად მოძრაობს. ამავდროულად, მისი წყალობით ბავშვს არც ფეხი უცივდება და არც უსხლტება, თუკი ის ცივ ან სრიალა ზედაპირზე დადის.
ანა ლევადსკაია. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პედიატრი, დედა
ძალიან ბევრს ვწერ იმის თაობაზე, რომ პროფილაქტიკის მიზნით ორთოპედიული ფეხსაცმლის ხმარება გაუმართლებელია, რომ ტერფის სწორად განვითარებისათვის აუცილებელია ფეხი თავისუფლად მოძრაობდეს და სწორედ ეს უზრუნველყოფს მის სწორად განვითარებას.
ხისტი ფეხსაცმელი ხელს უშლის ტერფის კუნთებისა და წვივის სახსრების სწორ განვითარებას, ზრდის დატვირთვას მუხლების სახსრებზე. ატიპასის ფეხსაცმელი არ აზიანებს ბავშვის ფეხის თითებს და არ აფერხებს ტერფის ბუნებრივ განვითარებას.
„მე, როგორც ორი შვლის დედა მოხარული ვიქნებოდი, რომ მქონოდა ატიპასი, როდესაც ჩემმა შვილებმა სიარული დაიწყეს“
კატი ანგელონი, პედიატრი.
მე პირადი პედიატრი ვარ 15 წელზე მეტი სტაჟით დუბლინში. ჩემი საქმიანობა მოიცავს პედიატრიის ყველა ასპეტქს, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი ყოველთვის პოდოპედიატრიისადმი მქონდა.
როდესაც ბავშვები იწყებენ სიარულს, ნებისმიერ არასწორედ შერჩეულ ფეხსაცმელს შეუძლია შეცვალოს სიარულის ბუნებრივი მანერა. ბავშვებისთვის ფეხშიშველა სიარული საუკეთესო რამ არის, რადგან ამ დროს ტერფი ოპტიმალურად სტიმულირება, რაც საბოლოო ჯამში თავის ტვინს ავარჯიშებს და უბიძგებს, რომ მან სასიარულოდ სწორი და ბუნებრივი იმპულსები გამოსცეს. როდესაც ფეხსაცმლის ხმარება გამოუვალი აუცილებლობა ხდება, მნიშვნელოვანია რომ ფეხსაცმელი იყოს მოქნილი, მსუბუქი და იმეორებდეს ფეხის მოყვანილობას.
რამოდენიმე ხნის წინ ატიპასის საბავშვო ფეხსაცმელი მაჩვენეს და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ფეხსაცმელების უმეტესობა მათ შორის როგორც საბავშვო, ისე მოზრდილების, როგორც წესი, ორიენტირებულია ესტეტურ სილამაზეზე და არა სასარგებლო თვისებებზე. ატიპასის უკან კი შვიდ წლიანი კვლევების შედეგები აღმოვაჩინე. აგრეთვე აღმოვაჩინე, რომ ატიპასის ფეხსაცმელში არ არის ნახმარი არანაირი წებო ან ფორმალდეჰიდი, რითაც მან აბსოლუტურად ყველა ტოკსიკურობის ტესტი უმაღლეს შეფასებაზე გაიარა. როგორც წესი მომხმარებლის მიერ აღქმა თუ რა ხდის ფეხსაცმელს რეალურად კარგს და რეალურად რა არის ჯანმრთელი ფეხსაცმელი, აბსოლუტირად სხვა და სხვა პოლუსებზეა. მე, როგორც ორი შვლის დედა მოხარული ვიქნებოდი, რომ მქონოდა ატიპასი, როდესაც ჩემმა შვილებმა სიარული დაიწყეს. როგორც პედიატრი, მე სრული პასუხისმგებლობით ვუწევ ატიპასის ამ ხელმისაწვდომ, კომფორტულ და ერგონომიულ პროდუქტს რეკომენდაციას, როგორც ჩემს პაციენტებში, ასევე ჩემს სამეგობრო წრეში.
როგორ იზრდება ჩემი შვილის ტერფი?
დაბადებისას ახალშობილებს თითო ტერფზე 22 ძვალი აქვთ, მაგრამ 5 წლის ასაკისთვის ძვლების რაოდენობა 26-მდე იზრდება.
პირველი რამდენიმე წელი არის გადამწყვეტი, როდესაც თქვენი შვილის ტერფის ძვლოვანი სტრუქტურა შედგება რბილი და მოქნილი ხრტილისგან, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება როგორც ძვალი. ამ პერიოდში ბავშვის ტერფი ადვილად შეიძლება დაზიანდეს, თუ არ ხდება მისი სათანადო მოვლა და გაფრთხილება.
2 წლის ასაკიდან ნათელი ხდება, თუ როგორი ფორმის იქნება თქვენი შვილის ტერფი. ტერფის ფორმას მას თქვენ მემკვიდრეობით გადასცემთ. არსებობს ტერფის 3 ძირითადი მოყვანილობა:
კონუსური – როდესაც ცერა თითი გრძელია დანარჩენ თითებზე
მრგვალი – როდესაც მეორე და მესამე თითი უფრო გრძელია, ვიდრე ცერა თითი
კვადრატული – ყველა თითი ერთიდაიმავე სიგრძისაა
როგორ ვიზრუნო ჩემი შვილის ტერფის სწორ განვითარებაზე?
ბავშვის ტერფის სწორ განვითარებაზე ზრუნვას შეუძლია თქვენ შვილს თავიდან აარიდოს პრობლემები, რომლებიც შესაძლებელია წარმოიშვას მომავალში.
დარწმუნდით, რომ წინდებში და ფეხსაცმელში არის საკმარისი სივრცე ბავშვის ფეხისთვის, რომ მან თავისუფლად იმოძრაოს და თითები ჰქონდეს თავისუფალ, გაშლილ მდომარეობაში.
რეგულარულად შეუმოწმეთ ტერფები. ეს მოგცემთ საშუალებას, რომ შეამჩნიოთ შესაძლო პრობლემები, როგორიცაა წყლულები და ა.შ. დაბანეთ თქვენს შვილს ტერფები და კარგად გაუმშრალეთ თითებს შორის სივრცე. დააჭერით ფრჩილები ჰორიზონტალურად, რომ თავიდან აიცილოთ ფრჩხილის ჩაზრდა.
როდის არის რეკმოენდებული ბაშვისთვის პირველი ფეხსაცმლის შეძენა?
ახლადფეხადგმული ბავშვი წუთში დაახლოებით 176 ნაბიჯს დგამს. რაც უფრო მეტს დადის თქვენი შვილი ფეხშიშველი, მით უფრო ბუნებრივად განვითარდება მისი ტერფი.
როდესაც თქვენი შვილი სწავლობს სიარულს, მიეცით მას საშუალება, სახლში ფეხშიშველმა იაროს, მაგრამ დარწმუნდით, რომ იატაკი არის სუფთა და უსაფრთხო. ფეხშიშველი სიარული ტერფებს საშუალებას აძლევს, შეზღუდვების გარეშე იმოძრაოს და განვითარდეს.
როგორც კი თქვენი შვილი შეძლებს მყარი ნაბიჯები გადადგმას, უკვე შესაძლებელია, რომ ის გარეთ უსწორმასწორო ზედაპირზეც გაიყვანოთ სასიარულოდ. ამ დროს უკვე საჭიროა ადრეული ფეხსაცმელი ბავშვის ტერფის დასაცავად.
როგორი უნდა იყოს ფეხსაცმელი პირველი ნაბიჯებისთვის?
შეარჩიეთ რბილი ქსოვილისგან ან ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს მოქნილი ძირი, რომელიც არ ცურავს. ფეხსაცმელი ბავშვს უნდა ერგებოდეს, როგორც სიგრძეში, ასევე სიგანეში.
დარწმუნდით, რომ სწორად გაქვთ დადგენილი ტერფის ზომა. შეეცადეთ, რომ იყოს საკმარისი მანძილი, (სიგრძე-სიგანე) თითების თავისუფლად მოძრაობისთვის, ფეხი დაფიქსირებული იყოს უსაფრთხო შესაკრავით, როგორიცაა მაგ. ფხრიწი, თასმა ან ბალთა, რომ უზრუნველყოფილ იქნას ტერფის დაფიქსირება და ბავშვის ტერფი წინ და უკან არ მოძრაობდეს. ამით თქვენ დაიცავთ ბავშვის თითებს.
თქვენი შვილის ტერფის ზომა უნდა შემოწმდეს ყოველ 6-8 თვეში. 4 წლის ასაკამდე, ბავშვის ტერფი საშუალოდ წელიწადში 2 სანტიმეტრით იზრდება.
დატოვეთ მინიმუმ 1 სანტიმეტრიანი სივრცე ფეხსაცმლის კიდესა და ყველაზე გრძელ თითს შორის. ფეხსაცმლის სიგანე უნდა იყოს ისეთი, რომ თითები თავისუფლად თავსდებოდეს და არ იყოს ერთმანეთთან მჭიდროდ მიჭერილი ფეხსაცმლის ზემოქმედებით. ბავშვის ტერფები უფროს სწრაფად იზრდება გაზაფხულზე და ზაფხულში. შედარებით ნელი ტემპით ხდება მათი ზრდა ზამთარში.
რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ტერფს?
თუკი თქვენ შეამჩნიეთ პრობლემები ბავშვის ტერფის განვითარების პროცესში, მიმართეთ ექიმს.
ქვემოთ ჩამოთვლილია განვითარების რამდენიმე დეფექტი, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ტერფზე:
ტერფის გამრუდება – დაბადებიდან დაყოლილი მდგომარეობა, რომელიც 1000-დან 1-2 ბავშვში ვლინდება. მრუდე ტერფის გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია, მაგრამ დაკვირვებები აჩვენებს, რომ უფრო ხშირად ბიჭებშია გავრცელებული და შესაძლებელია მემკვიდრეობითი იყოს.
მკურნალობა დაბადებიდან მალევე იწყება, უფრო ხშირად ფიზიოთერაპიის დახმარებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის ტერფი დაუბრუნდეს ბუნებრვი მდგომარეობას. მკურნალობა შეიძლება განხორცილდეს თაბაშირის სახვევებით და სპეციალური ფეხსაცმლითაც.
ბრტყელი ტერფი – ამ მდგომარეობაში ბავშვები იბადებიან. თუმცაღა რთულია იმის თქმა ნამდვილად ბრტყელი ტერფი აქვს თუ არა ბავშვს, რადგან სრულიად ჩამოყალიბებულად მხოლოდ 7 წლისთვის იჩენს თავს.
ბავშვების უმეტესობა არ დგამს ნაბიჯებს ისე, როგორც ზრდასრული ადამიანი, ანუ ქუსლიდან წვერამდე, მანამ სანამ მათ 3 წელი არ შეუსრულდებათ, მაგრამ თუ ბავშვს აქვს ბრტყელტერფიანობის ნიშნები 5-6 წლის ასაკში და გრძნობს ტკივილს, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შესაძლებელია ბავშვს გამოუწერონ სუპინატორიანი რბილი ფეხსაგები ტერფის თაღის დასაყრდენად.
ტერფის შიდა ან გარე მხარეზე სიარული – ეს მდგომარეობა ძირითადად ხდება ჩვენგან დამოუკიდებლად, როდესაც ბავშვის უკვე მყარად ადგამს ნაბიჯებს. თუ 2 წელზე მეტი ხნის ბავშვი ასე დადის, უნდა მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ცალ ფეხზე ხდება.
ფეხის წვერებზე სიარული – ამ მდგომარეობაში ბავშვის წონა მთლიან ტერფზე არ ნაწილდება. 2 წლამდე ასაკისთვის ეს შეიძლება ნორმა იყოს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბავშვი ბრტყელ ზედაპირზე ფეხშიშველი დადის.
ფეხის წვერებზე მუდმივი სიარული შესაძლებელია გამოწვეული იყოს პათოლოგიურად მოკლე აქილევსის მყესის გამო. ეს მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. სასურველია ბავშვი ნევროლოგმაც გასინჯოს.
სხვას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
სისტემატიურად შეამოწმეთ ბავშვის ტერფები, რადგან ბავშმა ყოველთვის არ შეიძლება თქვას, რომ ტერფი სტკივა.
წყლულები – ხშირად გამოწვეულია ახალი, ან არასწორად შერჩეული ფეხსაცმლით. გადაამოწმეთ ფეხსაცმლის ზომა თუ ბავშვის ფეხი სიგრძეში ან სიგანეში გაიზარდა. ბავშვს ყოველთვის არ შეუძლია თქმა, რომ მას ფეხი ეხეხება ან ფეხსაცმელი აწვება. გახადეთ წინდები და ფეხსაცმელი გარკვეული დროით, რომ წყლული მოხმეს. თუ კანი დაზიანებულია, გამოიყენეთ ანტისეპტიკური საშუალებები. არ გახეთქოთ წყლული, რომ არ შეიჭრას ინფექცია.
ფრჩხილების ჩაზრდა – იწვევს კანის ანთებას ფრჩხილის მხარეს, კანი ხდება წითელი და მშრალი. ძირითადი მიზეზი ფრჩხილების არასწორი მოჭრაა.
თანაბრად მოაჭერით ბავშვს ფრჩხილები, მოაჭერით სწორად და არა ნახევარწრეზე. არასოდეს მოაჭრათ ფრჩხილები ნაპირებზე ძალიან მოკლედ. თუ ბავშვი ფრჩხილის ტკივილზე ჩივის, მიმართეთ ექიმს.
მიკოზი -ეს სოკოვანი დაავადებაა, რომლის ამოცნობაც წითელი, სისველის მქონე გამონაყარით შეგიძლიათ. ის განსაკუთებით ვრცელდება თითებს შორის. მიკოზი ბავშვებში იშვიათობაა. მიკოზის თავიდან აცილება შესაძლებელია ბამბის წინდების ხმარებით და ბანაობის შემდგომ თითებს შორის სივრცის კარგად გამშრალებით. მიმართეთ ექიმს თუკი შეამჩნევთ თქვენი შვილის კანზე და ფრჩიხლებზე საეჭვო ცვლილებებს.
ატიპასი – თქვენი ბავშვის პირველი ნაბიჯებისთვის
ატიპასის წარმომადგენლობა პედიატრებთან ერთად გირჩევთ ფეხსაცმელს, რომელიც სპეციალურად თქვენი შვილის ადრეული ნაბიჯებისთვისაა შემუშავებული. მოქნილი, მოცურებისაგან დაცული ძირი ყველა პირობას ქმნის ბავშვის კუნთების სათანადო ვარჯიშისათვის.
- ატიპასი ბუნებრივავ აყალიბებს ბავშვებში გამართული სიარულის უნარს.
- ატიპასი უზრუნველყოფს ბავშვის ტერფის სწორ განვითარებას და ხელს უშლის ბრტყელტერფიანობის ჩამოყალიბებას.
- ატიპასი ხელს უწყობს თავის ტვინის ფუნქციების განვითარებას ბავშვის ფეხის თითების მოტორიკის ხელშეწყობის ხარჯზე.
- ატიპასი აკორექტირებს სიარულს წონის მთლიან ტერფზე გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე.
- ატიპასი იმეორებს ბავშვის ფეხის მოყვანილობას, რომ ხელი შეუწყოს ფეხის ბუნებრივ განვითარებას.