ხშირად დასმული კითხვები

ატიპასის შეძენა ხდება მხოლოდ ვებ-გვერდზე www.attipas.ge ნებისმიერი ქართული ბანკის ვიზა და მასტერ ქარდ ბარათით.

ბარათით გადახდა უზრუნველყოფილია და დაცულია სს „თიბისი ბანკის“ მიერ.

შეკვეთა:

  1. აირჩიეთ სასურველი პროდუქტი
  2. აირჩიეთ სასურველი ზომა
  3. დაამატეთ არჩეული პროდუქტი თქვენს კალათაში
  4. შეავსეთ ინფორმაცია თვენს შესახებ
  5. არჩიეთ გადახდის მეთოდი (ანგარიშსწორება ქართული ბანკის მიერ გაცემული Visa/MasterCard ბარათით)
  6. დაადასტურეთ შეკვეთა
  7. დაელოეთ ელექტრონულ ფოსტას

დიახ, ატიპასი ორთოპედიული ფეხსაცმელია.

ატიპასის შემადგენლობაა: 80% ბამბა, 17% სანდექსი, 2% რეზინის ძაფი, 1% პოლიესტერის ძაფი და 100% არატოქსიკური რეზინი.

ატიპასს არ აქვს სუპინატორი. როგორც წესი სუპინატორი იხმარება ხისტი ან მყარი ძირის მქონე ფეხსაცმელში. ატიპასის ფეხსაცმელის ძირი არის რბილი, იმეორებს ტერფის მოყვანილობას, ქმნის ფეხშველა სიარულის ეფექტს და არ საჭიროებს დამატებით სუპინატორს.

ატიპასი რეკომენდირებულია ბავშებისთვის 6 თვიდან 4 წლამდე

ამ ეტაპზე ატიპასის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, ვებ-გვერდის საშუალებით.

ზომის შესარჩევად გთხოვთ მიყვეთ ბმულზე მოცემულ ინსტრუქციას

ადგილზე მიტანა თბილისის მაშტაბით უფასოა

ადგილზე მიწოდება ხდება შეკვეთიდან მაქსიმუმ ორ სამუშაო დღეში.

ატიპასი არის როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფეხსაცმელი. მისი ჩაცმა შესაძლებელია როგორც სახლში, საბავშვო ბაღში, ეზოში, ზღვაზე და ა.შ. ნებისმიერ ადგილას სადაც ბავშვის ფეხს ესაჭიროება ზედაპირისგან დაცვა. გარეთ ჩაცმა რეკომენდირებულია როდესაც ჰაერის ტემპერატურა არის 18 გრადუსი ან ზემოთ.

ატიპასი იდეალურია ბავშვებისთვის გარეთ სასიარულოდ თბილ და მშრალ ამინდში. ატიპასი კომფორტულია ცოცვისას, ხტუნვისას და სირბილის დროს. ძირი არ ცურავს და ძალიან მოქნილია. ტემპერატურის შესაბამისად, ატიპასი შეგიძლიათ პირდაპირ ან წინდაზე ჩააცვათ ბავშვს.

ატიპასის ფეხსაცმელი ძალიან კარგია ბუნებაში სასიარულოდ, ბალახზე, მომცრო ზომის ქვებზე, მიწაზე ან ქვიშაზე. პატარას ფეხს თითქმის იგივე შეგრძნება ექნება რაც ფეხშიშველი სიარულისას, თუმცა იგი დაცული იქნება დაზიანებისგან.
ატიპასი აგრეთვე გამოგადებათ ქვიშაზე სასიარულოდ წყალთან, საცურაო აუზთან და სხვ. თუ დასველდა, არ არის პრობლემა. ის ისევე სწრაფად შრება, როგორც წინდა.

ატიპასი საუკეთესოა სათამაშო მოედანზე სატარებლად. ის მჩატეა და მოქნილი. ბავშვი თავისუფლად ამოძრავებს ფეხს მასში და არ იღლება.

თქვენს პატარას შეუძლია ატიპასი გამოიყენოს როგორც სახლი ფეხსაცმელი, განსაკუთრებით თუ იატაკი სრიალებს ან ცივია.
ატიპასის ჩაცმა და გახდა იოლია, რაც მათ კიდევ უფრო კომფორტულს ხდის საბავშვო ბაღისთვის. არანაირი თასმა ან ელვა. ბავშვს შეუძლია ამოიცვას ის როგორც წინდა.

ატიპასი საუკეთესოა გადახურულ სათამაშო მოედანზე, დარბაზში, ლაბირინთში, საბავშვო ოთახში და სხვა მრავალ ადგილას. ბავშვს შეუძლია ატაროს ის იქაც კი, სადაც ხედავთ წარწერას „გაიხადეთ ფეხსაცმელი“, რამდენადაც ატიპასი არ არის კლასიკური ფეხსაცმელი. ის წინდა-ფესაცმელია. ეს მოსახერხებელია ჰიგიენის თვალსაზრისითაც. ბავშვის ფეხი არ ეხება ზედაპირს საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც სხვა ბავშვები ფეხშიშველი დადიან.

ატიპასი ძალიან კარგი არჩევანია სავაჭრო ცენტრებისთვის, განსაკუთრებით ზამთარში. როდესაც პატარას აცვია ზამთრის ფეხსაცმელი დახურულ სივრცეში, მას შეიძლება ფეხი ჩაუხურდეს, მაგრამ ატიპასში თქვენი პატარა იქნება კომფორტში და ისიამოვნებს მაღაზიებში სიარულით თქვენთან ერთად.

ატიპასი ძალიან კარგია, როგორც სათადარიგო ფეხსაცმელი საბავშვო წვეულებებზე, ან სტუმრად ყოფნისას. მათ პატარა ადგილი ესაჭიროება ჩანთაში და მათი ჩაცმა ძალიან იოლია.

ატიპასი 100% არატოქსიკური ფეხსაცმელია, რად დასტურდება კვლევებით. ატიპასი შეღებილია ორგანული სახებავებით, როგორიცაა ინდიგო, კაკლის ხე, კორპი და ა.შ.

დაბრუნება შესაძლებელია პროდუქტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ „დაბრუნების პირობებს

ატიპასი მზადდება სამხრეთ კორეაში

ატიპასი ირეცხება მანქანაში. წყლის ტემპერატურა გააცხელეთ 30 გრადუსამდე, იმისთვის რომ წინდა არ შედგეს და შეამცირეთ ბრუნვების რაოდენობა, რომ წინდის ფორმა არ დაზიანდეს. ჩვენი რეკომენდაციაა მანქანის პროგრამა დააყენოთ „ხელით რეცხვა“-ზე და გამოიყენოთ სარეცხი ბადე, ისეთი როგორსაც იყენებთ შალისთვის. შრობა დაბალ ტემპერატურაზე განახორციელეთ, იდეალურია მათი ჰაერის ტემპერატურაზე გაშრობა.