ატიპასის ისტორია

„მნიშვნელოვანია რომ ბავშვის ტერფი ბუნებრივად განვითარდეს…“

ოჰ დონგ ჯაე, ატიპასის აღმასრულებელი დირექტორი

„მე დავიბადე 1960 წელს ბუსანში, სამხრეთ კორეაში. დღესაც აქ ვცხოვრობ. ვიყავი მიკრობიოლოგი, თუმცა 25 წლის წინ წამოვედი მიკრობიოლოგიის ლაბორატორიიდან და დავიწყე ახალი ბიზნესი ფეხსაცმლის ინდუსტრიაში. ვმუშაობდი ჩემი კოლეჯის მეგობრებთან ერთად რიბოკში (კორეა) და შევქმენით შიმანოს ველოსიპედის ფეხსაცმელი.

შიმანოში 12 წელი გავატარე ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე, სადაც გაყიდვებს ვკურირებდი. ამ პერიოდში შიმანო წამყვანი ბრენდი გახდა მსოფლიო ბაზარზე და უკან ჩამოიტოვა ბევრი იტალიური ბრენდი. ნაიკი გვეჯიბრებოდა, თუმცა ამ მიმართულებით მან წარმატებას ვერ მიაღწია. ეს კი განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენი ფეხსაცმელი იყო ფუნცქიური და იქმნებოდა უახლეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.

ამის შემდეგ გადავწყვიტე რომ საკუთარი კომპანია დამეარსებინა და შეგვექმნა სპეციალური ფეხსაცმელი ადამიანის სიარულის ბუნებრივი და სწორი განვითარებისთვის. ესე შეიქმნა MBT ჩვენს შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, ყველაზე პოპულარული ბრენდი სპეციალიზირებული ფეხსაცმლის კატეგორიაში.

მალე ეს კომპანია გავყიდე და დავაარსე ახალი WildCat Co. Ltd. ჩვენი პირველი საწარმოო ხაზი იყო ფეხსაცმლის ჩანართები. შესაძლებელი იყო ამ ჩანართის შეცვლა და მოდელირება  ფეხის ფორმის შესაბამისად. ისინი მზადდებოდა ინიდივიდუალურად ყველა ჩვენი კლიენტისთვის. ჩანართები დღეს მხოლოდ კორეაში იყიდება და ექსპორტზე გადის იაპონიაში ექიმების დანიშნულებით.

შემს მიერ ფეხსაცმლის ინდუსტრიაში დაგროებული 25 წლიანი გამოცდილებით, ჩემი მიზანი იყო შემექმნა 100% ფუნქციური საბავშვო ფეხსაცმელი. ჩემი ძირითადი შთაგონება იყო სპორტის მიმართულება, ჯანსაღი სიარული და ფეხის და ტანის რეაბილიტაცია. წარმოების სხვა მიმართულება იყო ატიპასის ტიპის საბავშვო ფეხსაცმელი.

ატიპასის ფეხსაცმლის წარმოება დაინეგრა სეულის უნივერსიტეტის ორთოპედიულ დეპარტამენტთან მუშაობის შედეგად და ეყრდნობა სხვადასხვა თანამედროვე კვლევას ბავშვის ფეხის განვითარების შესახებ.

მნიშვნელოვანი იყოს იმის გათვალისწინება, რომ ახალშობილის ტერფი არ არის დამყარებული ჩამოყალიბებულ ძვლებზე. ისინი რბილი და ელასტიური  წარმონაქმნებია, რომელიც რენტგენზეც კი არ ჩანს.

ამ რბილოვანი დაბოლოებების ნებისმიერი დეფორმაცია შესაძლოა უარყოფითად აისახოს ბავშვის მთელ სამოძრაო სისტემაზე. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ფეხი რაც შეიძლება ბუნებრივად განვითარდეს.

ბუნებრივი სიარულის წესების დადებითი ეფექტი მთელს ორგანიზმე დამტკიცებულია მრავალი მეცნიერის მიერ. ფეხშიშველი სიარული და სირბილი კი უფრო პოპულარული ხდება ამერიკასა და ევროპაში.

ნებისმიერი ხელოვნურად განსაზღვრული გარემო ამ განვითარების პროცესში, ისეთი როგორიცაა მაღალი ქუსლი ან ძირი, ზემოქმედებს ბავშვის ფეხზე. ბავშვი დღეში საშუალოდ ადგამს 18,000 ნაბიჯს, ასე რომ მისი ფეხსაცმელი უნდა იყოს მჩატე არ არ ღლიდეს ფეხს. ჩვენი საქმეა დახმარება გაუწიოთ ადამიანის ფეხის კარგ და ბუნებრივ განვითრებას.

ატიპასის საბავშვო ფეხსაცმელი ბუნებრივად ეხმარება ბავშვის ფეხს სწორ ჩამოყალიბებაში. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ის ყველაზე მეტად არის დაახლოებული ფეხშიშველ სიარულთან. ფეხსაცმელი ძალიან რბილი და მოქნილია. ის სრულად იმეორებს ბავშვის ფეხის ფორმას, რაც ხელს უწყობს ბავშვის ბუნებრივ განვითარებას. ბავშვის პირველი ნაბიჯები უნდა იყოს სწორი, რაც საწინდარია შემდგომ მათი სწორი სიარულის ჩამოყალიბების.

ატიპასი არის აწმყოს და მომავლის ფეხსაცმელი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი პოპულარობა გაიზარდა და მოიცვა 30 ქვეყანა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა იმ ბავშვების სიხარული, ვინც ჩვენს ფეხსაცმელს ატარებს.

მე არ მყავს შვილიშვილები, ხოლო ჩემი შვილი კი დიდია იმისთვის რომ ჩემს მიერ შექმნილი აპიტასი ატაროს. თუმცა როგორც კი ჩვენს ოჯახს შეემატება შემდეგი თაობა ისინი გაიზრდებიან ატიპასებში. მე ღრმად მწამს ფეხის და მასზე დაფუძნებული აქტივობის უდიდესი მნიშვნელობის, ასე რომ მე მინდა ჩვენი ფეხსაცმელი იყოს ყველაზე ფუნქციური და დამხმარე ფეხსაცმელი მსოფლიოში!

პატივისცემით,
ოჰ დონგ ჯაე, ატიპასის აღმასრულებელი დირექტორი