ატიპასის საბავშვო ფეხსაცმელი მსოფლიოს გარშემო სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო 2017 წლის თებერვალში ოსკარის 89-ე დაჯილდოებაზე ნომინანტებისთვის განკუთვნილ სასაჩუქრე პაკეტშიც კი იქნა შეტანილი.
კომფორტული და მრავალფუნქციური საბავშვო ფეხსაცმლის ამ სამხრეთ კორეულმა ბრენდმა მოხერხებული დიზაინისა და განსაკუთრებული სტილის წყალობით ოსკარის დაჯილდოების ორგანიზატორების ყურადღება მიიპყრო. ოსკარის ყველა ნომინანტს საჩუქრების დარბაზში ატიპასის საბავშვო ფეხსაცმელიც დახვდა.
ასე გახდა ატიპასის ჯანმრთელი და კომფორტული ფეხსაცმელი წლევანდელი აკადემიის დაჯილდოების ნაწილი და დღეს გულით გვიხარია, როდესაც წამყვანი მსახიობების შვილებს ამ ხასხასა, ჯანსაღ და მოხერხებულ ფეხსაცმელში ბედნიერებს და ხალისიანებს ვხედავთ.
ატიპასის საბავშვო ფეხსაცმელი ახლა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და არჩევანის ფართო საშუალებას გთავაზობთ. მისი შეძენა შეგიძლიათ მათთვის, ვინც ყველაზე ძალიან გიყვართ, ან უბრალოდ საჩუქრად საბავშვო დღესასწაულების აღსანიშნავად.
- ზოი სალდანა. მსახიობმა „ვარსკვლავურ გზაში“ (Star Trek) უჰურა, „კოლომბიანაში“ კატალეა ხოლო ჯეიმს კამერონის „ავატარში“ ნეტირი განასახიერა. ამ უკანასკნელმა მსახიობს უმაღლესი კატეგორიის ვარსკვლავებს შორის მოუპოვა ადგილი. ჰოლივუდის აღიარებული ვარსკვლავი თავისი სამი პატარა ბიჭუნასთვის ატიპასის წითელ ფეხსაცმელს ამჯობინებს, ჩვენი წინწკლებიანი კოლექციიდან.
- შინა მარი. უმშვენიერესი მსახიობი და მოდელი, რიალითი შოუს მეგავარსკვლავი თავისი პატარასათვის ფეხსაცმელს ატიპასის „Nature Herb” კოლექციიდან არჩევს და უპირატესობას ცისფერს ანიჭებს.
- აზია მონეტ რეი. ეს უნიჭიერესი მოცეკვავე გოგონა ჩვენი ფეხსაცმლის დიდი გულშემატკივარია და ოსკარების დაჯილდოებაზეც საჩუქრების დარბაზში სიამოვნებით გვეწვია.
- რომი დიაზი. სერიალების „კასლი“, „იფიქრე როგორც დამნაშავე“ და „ეჭვი“ ვარსკვლავი რომი დიაზი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჩვენი პროდუქციით ხელში.
- ავა და ლექსი კოლკერები. დიდი მადლობა ამ უნიჭიერეს და ულამაზეს დებს ჩვენთან სტუმრობისთვის!
- ბონი მორგანი. ძალიან გაგვახარა სახელგანთქმული მსახიობისა და არაჩვეულებრივი აკრობატის ბონი მორგანის გაცნობამ, რომელსაც კარგად ვიცნობთ ფილმიდან „ზარი“
- ნიკი ლეი. ულამაზესი მოდელი და ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკი ლეი ატიპასის Marine Red ფეხსაცმელთან ერთად.
- ელის ამტერი. CSB-ს „დიდი აფეთქების თეორიის“ ვარსკვლავი ატიპასის ცისფერი „Sneaker”-ის ფეხსაცმელთან ერთად
- ტომი დეივიდსონი. სელფი ნიჭიერ მსახიობსა და კომედიანტთან – ტომი დეივიდსონთან – ერთად. ვიმედოვნებთ, თქვენც ისე მოგეწონებათ ატიპასის ფეხსაცმელები, როგორც ჩვენ!
- კეიტ ლინდი. “ახალგაზრდებისა და გამბედავების“ (The Young and Restless) ვარსკვლავი – მომხიბლავი კეიტ ლინდი. ფოტოზე – ატიპასის „Corsage Pink” მოდელი.